Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                                                       

№13/29 - 01

27.07.2022

ქ.თბილისი

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2021-2022  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ“ დეკანის 2022 წლის 11 ივლისის №11/29 – 01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2021-2022  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ“ დეკანის 2022 წლის 11 ივლისის №11/29 – 01 ბრძანების „4.2“ პუნქტში  შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილიებები:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მოდული: საბუღალტრო აღრიცხვა  (I, II ჯგ.)  - 29.07.2022.“

ბ) ამოღებულ იქნას „კ“ ქვეპუნქტი

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი     პროფესორი       გიორგი ღაღანიძე